ემპათიის ბნელი მხარეები

                                           
     
       ზაფხულის მზიანი ბუნების სურნელებით გახალისებული ბედნიერებით სავსე დღე იყო, მონასტერში ჯიპმა რომ ამიყვანა. ცხოვრების იმ პერიოდში ბერებთან საუბარი განსაკუთრებით მიყვარდა  და ამ დღესაც სიტყვით გადმოუცემელმა სიხარულნარევი ცნობისმოყვარეობით ვაბიჯებდი აღმართზე და გულისფანცქალით ველოდი ბერის გამოსვლას რომ გამეცნო. საოცარი სიმშვიდე და ენერგია ქონდა იმ ადგილს, დღემდე დაუვიწყარი შეგრძნებები გამომყვა. მალე გამოვიდა ახლაგაზრდა ბერი და დაჯდა ბალახზე უბრალოდ ბავშურად ფეხმორთხმული, მეც რამდენიმეწუთიანი სიმორცხვის დაძლევის შემდეგ მივუსკუპდი ახლოს და კითხვების დასმა დავიწყე. მაინტერსებდა რის ეშინოდა, მარტო როგორ შეეძლო გაჩერება, ყველაზე მეტად რა გაუჭირდა, ვინ იყო მისი სულიერი მოძღვარი, წიგნებს თუ კითხულობდა განამრტოებისას, თავს რით იქცევდა და ა.შ.. ისიც სიტყვაძუნწი არ აღმოჩნდა და ბევრი რამე გამიზიარა. ბევრ თემას შევეხეთ და ერთ-ერთი რაც დამამხსოვრდა ღმერთის ნიჭის ბძება იყო. ნიჭის ქონა და ამაზე პასუხიმსგებლობა. ნიჭიების და თანდაყოლილი თვისებების. რა უნდა ქნას ადამიანმა თუ ამ თვისებითაა, თუ ამ ნიჭითაა, აუცილებლად უნდა განავითარო რაც გაქვს რადგან გებოძა? ბერმა ამ საკითხებზე ძალიან საინტერესო პასუხები გამცა.

      "ღმერთი არავის აძლევს ცუდ ნიჭს, ყველა ნიჭი საჩუქარია, მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული ამ ნიჭს რა მხრივ და რომელი ფორმით გამოიყენებს. ყველაფერს აქვს ორი მხარე, არ არსებობს დაიბადოს ადამიანი ბოროტი ნიჭით, ეს მხოლოდ მერე ვითარდება. ნიჭია სილამაზეც, ნიჭია შემოქმედება, ნიჭია საუბრის ხელოვნება, ნიჭია ფიზიკური ძალა, ნიჭია განსაკუთრებული უნარებიც მაგრამ როგორ გამოიყენებ ეს ადამიანის არჩევანია.. თავისთავად ნიჭი არ არის არც სიკეთე და არც ბოროტება"

     ჩემი აღქმით თითეული ადამიანი რამდენიმე ნიჭით იბადება, მხოლოდ შეიძლება თავადაც ვერ აცნობიერებდეს თუ სიღმეებისკენ არ მიიწევს და შეიძლება ისე დაასრულოს ცხოვრება რომ არ განავითაროს და აკეთოს ის რაც მასი არაა. ნიჭი რომელზეც ახლა მინდა ვისაუბრო ემპათიაა. ემპათია ეს არის ადამიანის სრული თანაგნცდის უნარი, იგრძნოს ის რასაც სხვა გრძნობს დადებითს თუ უარყოფითს განურჩევლად. ეს სხვის სხეულში მოგზაურობას გავს, როდესაც ემპათიას მძაფრად განიცდი თითქოს ორი ადამიანი ხდები, ყოველი კანის უჯრედით, გულით, გონებით გრძნობს იმას რასაც შენს გვერდით მყოფი გრძნობს.  ეს თვისება ადამიანების უკეთე გაგებაში გეხმრება და ემოციურად გაკავშირებს თუნდაც რამდენიმე საათის გაცნობილ ან თუნდაც უცხო ადამიანთან. ემპათიურები ძალიან ბევრს გრძნობენ და მიდრეკილები არიან სხვებზე ზრუნვისკენ. ეს მშვენიერი ნიჭია ნებისმიერ ურთიერთობაშდა შემოქმედებაში, თუმცა თუ სწორად არ გააცნობიერებ საზღვრებს, შეიძლება ბევრი ზიანიც მოიტანოს. როგორც ბერმა აღნიშნა, ყველა ნიჭს აქვს უარყოფითი გამოყენება და ემპათიის ბნელ მხარეებზე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას.

         ცხოვრება შეიძლება ჯოჯოხეთად გეჩვენებოდეს სანამ არ გააცნობეირებ რომ აუცილებელია არსებობდეს საზღვრები ადამიანებს შორის. რომ ყველას პატარა კნუტივით გულში ვერ ჩაიხუტებ და ვერ მოუვლი, რომ ზოგჯერ ცივი გონება და პრაქტიკული გათვლა მეტად გაახლოებს რეალობას ვიდრე თანაგრძნობა და ემოციებს აყოლა. ემპათიური ადამიანები უსაზღვროდ გავცემთ თანაგრძნობას და ენერგიას და ეს იმდენად ბუნებრივია ჩვენთვის, რომ გვგონია ასეც უნდა იყოს ყველა ადამიანი და ამაში ვცდებით.

          ემპათია ეს არ არის სიკეთე. ეს არის ნიჭი რომელიც უნდა გააცნობიერო და რომლის კონტროლიც ისწავლო. რადგან თუნდაც გულწრფელი კეთილი სურვილის მიუხედავად, პირიქითად შეიძლება, ზედმეტი ემპათიურობის გამოვლენა სხვასაც და საკუთარ თავსაც საზიანოდ მოუბრუნდეს.


          არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელნიც სხვებისგან მხოლოდ სარგებლობაზე არიან ორიენტირებულები და ასეთების მსხვერპლები ხშირად ემპათიურები არიან. ყველა ემპათს ყავს ერთი მეგოაბრი მაინც ვისაც უამარავ ენერგიას აძლევს, ისმენს პრობლემებს, ისმენს წუწუნს და ახარჯავს საათებს და თვეებს ასეთის ნუგეშს და დახმრების მცდელობებს. ამ დროს ემპათიურ ადამიანს გონია რომ მეგობრობა ამ ფორმით უდნა გამოავლინოს და ესაა მისი სწორი ქცევა თუმცა საკუთარივე ემოციურობა ატყუებთ. ამ დროს იღლები, სხვას ავსებ და კვებავ, ხოლო ტავად ითრგუნები და მძიმდები სხვისი თანაგანცდის გრძელვადიანი გამოცდილების შემდეგ. ეს არააფერია თვითგანადგურების გარდა, ეს არაა არც მეგობრობა, ეს არაა არც სიკეთე და არც რაიმე მსგავსი.

              თითოეული ემპათი თუ ის გაუცნობიერებლად და უსაზღვროდ გასცემს ენერგიას არის ნებაყოფლობითი სამიზნე ეგოცენტრული ადამიანებისთვის. ემპათი თავადვე ქმნის საფუძველს და თავადვეა ინიციატორი იმის რომ მისით ისარგებლონ, სანამ გექნებათ ილუზია რომ თანაგრძნობა აუცილებელია მეგობრობისთვის, მანამ იქნებიან თქვენს ცხოვრებაში დეპრესიული ადამიანები, ისინი მუდამ მოვლენ და მოითხოვენ თქვენს ზრუნვას. ზრუნვას და თანაგრძნობას რომელიც მხოლოდ ზედაპიური ნიღაბია სიღმისეულ დონეზე რაღაც საზიანოსი. სანამ გაქვს ღია ჯიბე და ყრი ქუჩაში ფულს, მანამ მოვლენ მათხოვრები ყოველი მხრიდან და ყველაფერს წაგართმევენ, შენ თუ სიკეთე გეგონება ფულის გაცემა, არ გამოილევა მისი გამომრთმევი ადამიანებიც. ასევეა ენერგია, სანამ ხარ გახსნილი და გამცემი, მანამდე მოიზიდავ უამარავ ენერგიის წამრთმევ ადამიანს სანამ არ დაიცლები, არ დამძიმდებიდა თავადვე დესპერიაში არ ჩავარდები.


            ემპათიურ ადამიანებს გვიჭირს არაემპათიურების გაგებაც და ჩვენი ურთიერთობა შეიძლება მომბეზრებელიც გავხადოთ. ემოციურობა აბრმავებს გონებას. თუ არ შეგიძლია განდგომა და გვერდიდან დაკვირვება, დიდი ალბათობით არასწორად შეაფასებ მოვლენას და არასწორ მიმართულებას აირჩევ. ზოგჯერ საჭიროა მოქმედება და არა ემოციურობა, ცივი გონებით გადაწყვეტილების მირება და არა განცდა. თანაგანცდით რეალური საქმე არ კეთდება. ემპათიის არეალი ემოციებშივე მთავრდება ხოლო ადამიანის შინაგანი რეალობაც და სამყაროც ბევრად დიდია, ვიდრე მხოლოდ ემოციები. ურთიერთობებში ემპათიურობა შეიძლება იყოს ერთი კომპონენტი, თუმცა არანაირად ყველაფერი. თუ ჩვენ გავცემთ ემოციებს ამასვე ვითხოვთ, თუმცა ზოგჯერ მეორე ადამიანს ემოციები არ სჭირდება, მას სჭირდება ქმედება, მას სჭირდება აზროვნება და თუ შენ მხოლოდ ემოციებს აძლევ შეიძლება მოსაბეზრებელიც გახდე. ამიტომ აუცილებელია გააცნობიერო ვის სჭირდება ემოციები და ვის სხვა რამე. შეიძლება ურთიერთობა გააფუჭო ზედმეტი ემმპათიურობით.


        ემპათია საზიანოა სივრცეებში სადაც ბევრ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა, რადგან ათი ადამიანის ემოციურობის და მდგაომრეობის თანაგანცდა გადამღლელია და რაც მთავარია უსარგებლო. სამსახურში, საქმეში თუ სხვა ხალხკრების ადგილას ემპათს უნდა შეეძლოს თავისი მგრძნობელობის შემცირება რომ არ გაიფანტოს.

       ემპათს უნდა ყველაზე ზრუნვა და ყოველთვის ეყოლება საზრუნავი ადამიანებიც, მაგრამ ზრუნვის არასწორად გაგების შემთხვევაში, ის თავისი თავის გარდა სხვის საზრუნავებსაც თან ატარებს და იზღუდავს ბედნიერების არეალს. სხვისი მწუხარების ტარება  გამძიმებს და შეიძლება საკუთარი თავისთვის დრო აღარ გქონდეს. შეიძლება გავიდეს წლები და იზრუნო ყველა მეგობრის თვითშეფასებაზე, ხასიათზე, კარიერაზე, ურთიერთობებზე და თავად საკუყთარი თავი ზრუნვის გარეშე დატოვო. ეს ემპათისთვის სუნთქვსავით ბუნრბივია და აუცილებელია საზღვრების გაცნობიერება და იმის გათვალისწინებაც რომ მთავარი ვინც თქვენს მეგობარს სჭირდება არის საკუთარი მე და არა თქვენ. რეალობის დანახვა რთულიახოლმე, მაგრამ ასეა. თქვენი ზრუნვა არ სჭირდება მეგობარს შეიძლება ეს თქვენი ეგოიზმის გამოვლენაც იყოთ რომ საჭიროდ იგრძნოთ თავი და ეს დაგაკარგვინებთ ბევრ დროს.

       ემპათიურმა ადამიანმა ჯერ უნდა გააიაზროს, გააცნობიეროს და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს თავს უფლება თავის დიდი ენერგია გასცეს. თუ სწორ დროს და სწორ ადგილას გააკეთებთ ამას, მაშინ სასიმოვნო შედეგსაც მალევე დაინახავთ, ხოლო თუ ზედმეტს გასცემთ დაიტანჯებით უპასუხობით და სიკეთის სურვილით დაწყებული მოქმედება საბოლოოდ გადაღლით, აგრესიით და დაშორებით შეიძლება დაასრულოთ.

     ემპათია მშვენიერი ნიჭია მხატვრებისთვის, მუსიკოსებისთვის, რეჟისორებისთვის და რათქმაუნდა სმახიობებისთვის. ემპათია აზროვნების სიღმეებს ეხმრება იპოვოს უფრო ღრმა ნიუანსები რაც შემოქმედებას ინდვიდუალურ უნიკალურ ელფერს მისცემს. ემპათი შექმნის სიღმისეულად ნაგრნობ და გააზრებულ კარგ ხელოვნებას. მხოლოდ ეს უნდა იყოს გაცნობიერებული და გააზრებული.

     ემპათია ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლო ნიჭია და ვთვლი რომ ბედნიერებაა მისი ქონა, თუმცა არა ბრმად მინდობა. საკუთარი ემპათიურობა უნდა გაიცნო, გაანალიზო, დაინახო უარყოფითიდა დადებითი შედეგები და შემდეგ განსაზღვრო როგორ გამოიყენო და რა სფეროში. ამას დრო სჭირდება, თუმცა თუ შეძლებთ გაცნობას, მეტ სულიერი სიმშვიდეს და მეტად ნაყოფიერ ცხოვრებას მოიპოვებთ.


26 აპრილი. 2018 წ. პლანეტა დედამიწა. 







মন্তব্যসমূহ

জনপ্রিয় পোস্টসমূহ