გასხივოსნება დო, რე, მი, ფა, სოლ...

"ოდესღაც ამას მე მივხვდი და ერთხელაც შენც გააცნობეირებ ნეო, იცოდე გზა და გაიარო გზა სვადასხვა რამეა" - მორფიუსი


გასხივოსნება ერთ-ერთი პოპულიარული იდეა და სიტყვაა ჩვენს გარემოში. თუმცა სწორედ რომ არც იდეას და არც სიტყვას არ ცდება. უფრო მეტიც, ის ბევრი ბიზნესის და მანიპულაციური სისტემების მთავარ სარეკლამო საცდურ ჭიაყელად იქცა ეგოების ოკეანეში. მრავალი მცდარი წარმოდგენაა ჩამოყალიბებული გასხივოსნების შესახებ და ადამიანებიც, როგორც სჩვევიათხოლმე ზედაპირულ მოკლე სიტყვებში მოქცეულ აზრს სჯერდება და მისით ხელმძღავანელობს, სიტყვების მიღმა საკუთარ მეში რეალური შე(მეცნების) გარეშე.

    მშვენიერია როდესაც ადამიანი გასხივოსნებისკენ მიილტვის, მაგრამ ზოგჯერ ეს რეალურად სულიერი თავისუფლების მაგიერ თვითგანდიდების მანიით შეპყრობილ ადამიანს შეიძლება ილუზიაში აერიოს. ბევრი თვითშექმნილ ილუზიაში მყოფი ადამიანი შემხვედრია ვისაც სჯერა რომ გახსისვოსნებულია როდესაც რეალურად ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს ეგოდან გასასვლელად.

 ადამიანები თავისივე ეგოს ფარგლებში აგებენ მწვერვალებს, ადიან მათზე და თავისივე ეგოს ფარგლებში სხივოსნდებიან.

  ხშირად თეორიული ცოდნა ერევათ რეალურ შინაგან მდგომარეობაში რადგან უნდათ რომ ასე იყოს. მე ვიცი როგორ გაიარა ბუდამ თუ სხვა წმინდანმა თავისი გზა ასკეზებით და მედიტაციით, მაშ მეც იგივეს გავაკეთებ და გავსხივოსნდები. შეიძლება ათი წელი იშიმშილო და იმედიტირო ჰიმალაის მთებში და ვერ გასხივოსნდე. რადგან ეს არ არის ფიზიკური გზა. შეიძლება ანგელოზების გუნდს ხედავდე როგორ გალობენ შენთვის და ეს ილუზია იყოს. იშვიათია ბავშობა ტრამვების გარეშე გაიარო, ხშირად მშობლების თუ გარემოვლენების ფილტრის გარეშე ჩვენში მიღების გამო გვიყალიბდება არასრულფასოვნების კომპლექსი და თვითუარყოფა, რაც ილექება არაცნობიერ დონეზე და შემდეგ ამის კომპენსირებისთვის გვინდა სწორედაც რომ გავსხივოსნდეთ. ზოგჯერ ეს სწორი გზაა და სწორედ ტრამვების შეცნობა და მათი გამთლიანება გვაძლევს მუხტს მუდამ წინ ვიაროთ და  სიმაღლეებისკენ ვისწრაფოდეთ, თუმცა ზოგჯერ ჩვენ უბრალოდ ვმალავთ ჩვენს ნამდვილ პრობლემებს და გასხივოსნებულის იარლიყს ვირგებთ სახეზე. ვტყუებთ თავს და სხვებსაც ვატყუებთ რომ ძალიან მაგარი ტიპები ვართ და ყველგან დემონსტრირებას ვახდენთ ჩვენი მაღალი სულიერი მდგომარეობის. სხვებს იქით ვაძლევთ რჩევებს და ხელს ვუწვდით ჩვენი სიმაღლიდან რომ ისინიც ამოვიყვანოთ ჭაობიდან. ასეთი ადამიანი დახმარებას საჭიროებს, მაგრამ ძალიან რთულია. თვითშექმნილილუზიაში მყოფნი ადამიანი გამოიყვანო რეალობაში ეს თითქმის შეუძლებელია შეგიძლია მხოლოდ ბიძგი მისცე ან დაანახო. თავს ვერ დავდებ ამ სტატიკის სიწორეზე, თუმცა ჩემი ცხოვრების მცირე გამოცდილბით ასეთებს ვერავინ დაეხმარება, ხშირად ისინი ილუზიაში რცევიან და წლებთან ერთად გარეგნული ნიღბის გაქსელებასთან ერთად, რეალურ მეს კარგავენ. (იმედი მაქვს ჩემი დაკვირვება მცდარია და ეს მხოლოდ ეტაპია რომელსაც ყველა ადრე თუ გვიან ლახავს).


გასხივოსნება საკმაოდ აბსტრაქტული ცდებაა, რეალურად არავინ ვიცით ვინ შეგვქმნა და რა არის ჩვენი პოტენციალი. ამაზე მხოლოდ თეორიები გვაქვს. დაზუსტებით ამაზე საუბარი ნამდვილად თავის მოტყუებაა, როგორც ჩემი საყვარელი ფიზიკოსი ამბობდა, სჯობს რაღაც არ ვიცოდე ვიდრე მცდარად ვიცოდე. ამიტომ მე მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ რა არ არის გასხივოსნება და სად არის ეგოს ხაფანგი, ხაფანგში გაბმა შეიძლება დორებით საინტერესოც იყოს და აუცილებელიცაა ერთხელ გაება რომ შეიცნო, მაგრამ იქ დარჩენა არ ღირს.


გასხივოსნება ეს რაიმე დანიშნულების პუნქტი არაა. ის მწვერვალი არაა არც ფიზიკური, არც მენტალური, არც ასტრალური, არც ეთერული და არც არანაირი. არ არსებობს წერტილი, არსებობს მხოლოდ მრავალწერტილი. არავინ უნდა იფიქროს რომ გასხივოსნდება და ამით ტანჯვა დასრულდება ეს დიდი ტყუილი და სამყაროსგან თვითიზოლაციაა. ადამიანი უნდა შეეგუოს რომ ის პროცესშია და მუდამ(?) პროცესში იქნება. გასხივოსნება ეს არა რაიმე დასაზღვრულის მიღწევა, არამედ უსასრულობაში მეს გაცნობეირებაა.

გასხივოსნება ეს საზღვრებისგან განთავისუფლებაა. ესაა ციფრი რომელიც არის შვიდი ან ორასოცდათხუტმეტი და რომელიც გააცნობეირებს რომ ის ციფრთა და რიცხვა უსასრულობაშია და არა მხოლოდ ათეულებში, ასეულებში ან ათასეულებში.

გასხივოსნებაა როდესაც ნოტი დო ან რე, გააცნობიერებენ რომ ისინი ბგერას წარმოადნენ, რომ სამყაროს მრავალი მელოდიის ნაწილები არიან. რომ ისინი თავისი არსებობით ქმნიან მრავალფეროვან მუსიკას. მი გასხივოსნდება როდესაც ის გააცნობეირებს რომ ნოტია რომლის გარეშეც მუსიკა ვერ იარსებს და ისაა მუსიკის ნაწილი.


ცდება ყველა ადამიანი ვინც ფიქრობს რომ გასხივოსნდა და სხვას ზედან უყურებს. თუ ასეთი შეგხვდათ მოერიდეთ, ისტორიაში ბევრი ფსიქოფატის მაგალითია, რომელიც თავისი აზროვნებით და ქარიზმით ხიბლავს ადამიანებს და მცდარ გზაზე აყენებს. შეიძლება მოიხბლოთ საუბრით, ხმის ტემპრით, დამაჯერებლობით, ორატორული ნიჭით და მიენდოთ სხვას, თუმცა ეს ყოველთვის საშიშია და პირველი ნიშანი რომ ნამდვილად გასხივოსნების გზაზე მყოფი გაარჩიოთ თვითშექმნილ ილუზიაში მყოფი მანიპულატორისგან არის ის თუ როგორ საუბრობს სხვა ადამიანებზე.

გასხივოსნებული ადამიანი აცნობეირებს მარადისობის ნაწილობას და ხვდება რომ მთლიანის ნაწილია, ვერ იქნება ვერცერთი ნოტი სხვაზე ამაღლებული ან დადაბლებული, ვერ იქნება რომელიმე რიცხვი სხვებზე მეტი ან ნაკლები როდესაც უსასრულობის თვლით უყურებთ ყველაფერი ერთი დიდი და ლამაზი სამყაროს ნაწილია. ნაწილს თუნდაც ის უმცირესი იყოს შეუძლია მთლიანის შემეცნება და ამით ადამიანი თავისუფლება ძალიან ბევრი მცდარი წარმოდგენისგან.



মন্তব্যসমূহ

জনপ্রিয় পোস্টসমূহ