11 ფანდი ეგოს მოშთობისა

1. გონება დამწყების ცნობიერებაზე გადართეთ. "შეუძლებელია სავსე ჭურჭელში ჩაასხა სუფთა წყალი.." თუ თვლი რომ რაღაც იცი, ეს ეგოს შექმნილი ილუზიაა, არავინ იცის ყველაფერი, სრულყოფილება უსასრულოა და თავად მიქელანჯელო სამოცდათხუთმეტი წლის ასაკში ამბობდა რომ ჯერ კიდევ სწავლობს, შეხედეთ ყველაფერს როგორც უცოდინარმა, ეს ეგოს ზეგავლენისგან გაგანთავისუფლებთ და ნამდვილი სწავლის გასაღებია.

2. კონცენტრირდით ჩადებულ ძალისხმევაზე და არა შედეგზე. წარმატებულობა ეს ცნობეირების მდგომარეობაა. როდესაც იცი რომ შენ გააკეთე შენი მაქსიმუმი და მიიღე შესაბამისი შედეგი. მთლიანი კმაყოფილება მოდის მაშინ როცა გრძნობ რომ ის შენი შრომით და ენერგიით შექმენი. ვერ მოგიტანთ კმაყოფილებას მხოლოდ შედეგის მოლოდინი და მისი დანახვა. მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს მოქმედებაზე, გჩადებულ ენერგიაზე და შესრულების დონეზე.

3. აირჩიეთ მიზანი და არა ვნება. გატაცება და ჰობი შესაძლოა მოკლე დროში დასრულდეს. მიზანი კი შეიძლება იყოს იმდენად დიდი რომ ის მოიცავდეს გრძელვადიან მოქმედებეას, აზროვნებას და იმის კეთებას რაც თქვენი ჰობია. მოკლევადიანი გართობა შეიძლება გრძელვადიან ცხოვრებისეულ საქმიანობად აქციოთ თუ მას მიზნის ნაწილად აქცევთ. აირჩიეთ მიზანი და მიზანს დაუქვემდებარეთ გატაცებები.

4. მოერიდეთ საუბრის კომფორტს და იმუშავეთ მეტი. ენას ძვალი არ აქვსო ძველი ქართული გამონათქვამაი და ეს სწორია. ყველაზე კომფორტულია რბილ სავარძელში მოკალათება, წვენის წრუპვით და სასუნავების მიყოლებით გაუთავებელი ჭორაობა.ეს რის რელაქსაცია და დასვენება რაც აუცილებელია. მაგრამ წინსვლაში ხელს არ შეგიწყობთ. საუბარი შეიძლება ყველაფერზე, სულიერების უმაღლეს მწვერვალებზეც და კოსმიურ მოზგაურობაზეც, მაგრამ საუბარი რჩება საუბრად თუ არ დაიწყებთ რეალურ მოქმედებებს. მეტი იმუშავეთ და ნაკლები ისაუბრეთ იმაზე რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ეგო ნებივრდება იმ ადამიანებთან საუბრისას ვისაც ვუყვარვართ, ხოლო იწვრთნება შრომისას.

5. დაასრულე საკუთარ თავში ისტორიის მოყოლა. ჩვენი გონება მუდამ ისტორიებს ყვება სხვებზე და საკუთარ თავზე. თვითშეფასება, სხვების შეფასება, მოვლენების ანალიზი თუ გეგმები და ოცნებები. ეს მუდამ ასე იქნება და ბევრი ენერგიის წაღებასთან ერთად შეიძლება ილუზიებიც შეგიქმნათ რაც შეგზღუდავთ. არსებობს სამყარო რომელიც გონებაში და არსებობს რომელიც გონების გარეთ რეალურია. რაც ნაკლებ ისტორიას შეთზავთ ფიქრებით და მეტს იცხოვრებთ, ცხოვრება უფრო მარტივი იქნება. თქვენს თავში ისტორიები ართულებს ზოგჯერ მარტივს. ეგო არასოდეს დაიღლება ისტორიების გენერირებით სანამ თქვენ მას არ შეუმცირებთ ამის საშუალებას.

9. დაუკავშირდი ბუნებას და სამყაროს ფართო მაშტაბებში. ბუნება ჰარმონიულია. იმის გარდა რომ ბუნებაში ყოფნა ჯანმრთელობაა და განწყობას გვიმაღლებს, ის გვასწავლის საკუთარ თავთან მეტად ჰარმონიულები ვიყოთ. ეგოს საქმე არ აქვს ყვავილებთან, მთებთან, ჩანჩქერთან და მწვანე ბალახში წამოწოლასთან. შეიცანით სამყარო უფრო დიდ მაშტაბებში. შეისწავლეთ ასტრონომია, გააცნობეირეთ რამხელაა სამყარო და თქვენი ეგო განთავისუფლება კულტურული და ეროვნული, ადამიაური წვრილმანი შეხედულებებისგან. განთავისუფლდება გონება რასიზმის ან რაიმე შედარების ილუზიებისგან. იმის გაცნოებირებით რა პატარა ხართ სამყაროში თქვენ გაიზრდებით და აღარ იფიქრებთ როგორც პატარა ადამიანი.


10. გამოდი საკუთარი თავიდან. იაპონიაში არის ბაღი, სადაც განლაგებულია ოცდაშვიდი ქვა ისე რომ არცერთი კუთხიდან არ შეუძლია დამთვალიერებელს ყველას ერთდროულად დანახვა. ეს შეახსენებს ადამიანებს რომ რამდენიც არ უნდა შევიცნოთ, რაღაც მაინც გამოგვრჩება. ერთი ადამიანი მხოლოდ ერთი პერსპექტივაა და თუ ცხოვრებაში რაღაც მეტი უნდა, ერთზე მეტი პერსპექტივიდან უნდა ისწავლოს სამყაროს აღქმა. უნდა გამოხვიდეთ ეგოდან, შეგეძლოთ დაივიწყოთ ვინც ხართ და გახდეთ უფრო ფართოები. საკუთარ თავზე ბევრად დიდები. ეგოში ყოფნა ადამიანს თავს პატარად აგრძნობინებს რაც მას პატარა შიშებს და წარმოდგენებზე დაბლა აყენებს. გაზრდისთვის აუცილებელია ეგოდან, საკუთარი თავიდან გასვლა. ამის მაგალითია ინსტრუმენტალური მუსიკის მოსმენა, დააკვირდით თქვენს თავს რგორ ფართოვდებით მუსიკის მოსმენისას.

11. გააკეთე იმის მაგიერ რომ იყო ვიღაც. "არ იფიქრო იმაზე ვინ გინდა იყო, იფიქრე იმაზე რა გინდა აკეთო" რიჩარდ ფეინმანი. ჩვენ ვერ ვიქნებით ვერავინ ვინც არ ვართ, ნებისმიერი ხელოვნურად შექმნილი იმიჯი ან ქცევა, მხოლოდ დროებითი ეფექტია და ის აუცილებლად დაგვღლის. საკმრისია აკეთო ის რაც გიყვარს და იქნები ის ვინც უნდა იყო. ფიქრი იმაზე თუ როგორი ხარ, მხოლოდ სხვა ფიქრამდე მიგიყვანს და მუდამ გაგიჩნდებათ მეტი ამბიცი და მეტი ილუზიური თვითკრიტიკაც. ეგო არასოდეს შეწყვეტს თქვენს წამებას საკუთარი თავზე სხვადასხვა აზრების შექმნიღ. ის თავს გენიოსად ან სუპერგმირად გაგრძნობინებთ და მერე მიწაზე დაგანარცხებთ. ეს დაუსრულებელი პროცესია და მისი მიყოლა დეპრესიამდე გზაა. აკეთეტ საყვარელი საქმე სახელის დარქმევის გარეშე, როცა აკეთებთ იმას რაც რეალურად გიყვართ, გაგხდით იმად ვინც ხართ.



মন্তব্যসমূহ

জনপ্রিয় পোস্টসমূহ