ბავშვის სულის გადარჩენა
ყველა თქვენთვის ცნობილი ადამიანი ოდესღაც ბავშვი იყო. ყველა პოლიტიკოსი, ტირანი, ხელოვანი, რევოლუციონერი, მხატვარი, მეზობელი, მარშუტკის მძღოლი, მშობელი თუ წლოვანებით უფროსი მეგობარი. ყოველი მათგანი იყო პატარა და დედაზე დამოკიდებული რბილი ძვლების და ფუმფულა ხორცის გროვა, იყო დრო როცა მათ არ შეეძლოთ საუბარი და მხოლოდ თვალების ციმციმით ან ტირილით გამოხატავდნენ თავს, პატარა თითებით ებღაუჭებოდნენ ყველაფერს გარშემო და დედის მკერდზე ჩახუტებისას იძინებდნენ. ყოველი მათგანი იყო ისეთი ისეთი უსური რომ მხოლოდ სხვისი სიყავრულით, ზრუნვით და გამოკვებით ცხოვრობდნენ. შემდეგ კი იმის მხიედვით თუ რომელ კულტურაში და გარემოში გაიზარდნენ მათ გონებაში ჩამოუყალიბდათ ინვიდუალური მიკრო სამყაროს მოდელი, სამყაროს, ღმერთის, სოციუმი, თავის თავის და ქცევის წესების შესახებ. უამარავმა ადამიანმა მათში ცადო ცრუ წარმოდგენები, უწოდა ბევრი სახელი რაც ბავშვის ქვეცნობიერში ჩაიბეჭდა ისე რომ შეიძლება ვეღარც აცნობეირებდეს ის თავისი აზრი არაა. ემოიცურად დაუბალანსებელმა დაუყვირა, ფანატიკოსმა შთააგონა, არასრულფასოვნების მქონემ მასშიც ჩადო თავის ნაწილი, რაც მტავარია ძალიან ბევრმა შეასინა, შეაშინეს უამრავი ასბტრაქტული ბნელი მომავლის ალტერნატივით. შემდე სკოლაში გაიარეს ცნობიერების დაპროგრამების სტანდარტული გზა. შედარება, შერცხვენა, დაზეპირება, მოქცევა ისე როგორც არ სურს და თქმა იმის რასაც არ ფიქრობს. ასწავლეს ტყუილი და სიყალბის თამაში. ოჯახში ყოველი კონფლიქტი ემოციურ გაუცნობეირებელ ტრამვად დარჩა და თუ ამ ყველაფერმა ის სრულიად სულიერად არ გააქრო, მაშინ თქვენ იცნობთ ბედნიერ ადამიანს, მაგრამ თუ ის ბედნიერი არ არის, მაშინ არაჰარმონიულია და მასში სული და სიაყვრული აღარაა. არის მხოლოდ როლის მრავალხრივი თამაში, არის დარქმევა სახელების და თეატრში მონაწილე მსახიობი რომელიც მხოლოდ მცირე როლს ასრულებს და არ ავლენს თავის თავს. აირჩია პროფესია რომელიც გარემომ აიძულა და შექმნა ოჯახი რადგან ასე იყო საჭირო, არ არის ბედნიერი მაგრამ მიაჩნია რომ ასეც უნდა იყოს და ბედნიერება არ არსებობს.
ეს რათქმაუნდა ყველას არ ეხება, მაგრამ ზოგადი უმეტესი ადამიანის რეალობა ასეთია. ასეთი ადამიანები არ არიან ბედნიერები და ვერც გარემოს ხდიან უკეთესს. სამყაროში სილამაზის და სიკეთის შეტანა მხოლოდ იმას ვინც თავდაა სავსე ამით და გასცემს. ის ვინც დათრგუნული, დაღლილი და სევიდანია, თუნდაც ამას მალავდეს, ვერ შექმნის რაღაც კარგს სხვა ადამიანებისთვის.
ცხოვრება უწყვეტი პროცესია დაბადებიდან სიკვდილამდე. თუ დავივიწტებთ სიტაყვებს, რომელიც რეალობას ზღუდავენ, დავივიწყებთ სიტყვებს "ბავშვი", "დიდი" "თინეიჯერი" "ზრდასრული", "პატარა" "დიდი" და შევხედავთ ადამიანს როგორც უწყვეტ ზრდად მგრძნობიარე ცვალებად პროცესს მაშინ დავიანხავთ რამდენად არასწორად ექცევიან ბავშვებს.
მართალია პირადად შვილი არ მყოლია და ამის გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ბევრ პატარასთან მაქვს ხშირი ურთიერთობა და ხანგრძლივი ურთიერთობების და დაკვირვებებისას უამარავ რამეს ვსწავლობ მათგან. თითეული ურთიერთობა ცოცხალია, სპონტანური და მუდამ ახალ ემოციას, სიღრმეს და ცოდნას და კავშირის ინდვიდუალობას გაძლევს თუ გახსნილი ხარ გულით და გონებით.
1. ბავშვი არ არსებობს, ის სრულქმნილი თავისუფალი სულია ადამიანის სხეულში და მას ისეთივე პატივისცემით უნდა მოექცეთ როგორც თანასწორს. თუ მეტი ძალა, გამოცოდილება და ცოდნა გაქვთ ეს მხოლოდ იმის უფლებას გაძლევთ რომ მასზე იზრუნოთ. დიდი ხანია აღმოჩენილია რომ დამკვირვებელი მოქმედებს დაკვირვების ობიექტზე, ის თუ როგორ უყურებთ, ფიქრობთ ბავშვზე მოქმედებს მასზე. შეიძლება არაფერი უთხრათ, მაგრამ მხოლოდ თქვენი შეხედულებით, თქვენი გულწრფელი დადებითი აზრებით მას უფრო თავდაჯერებულს და ძლიერს ხდიდეთ. ეს ძალა აქვს მშობელს და ზოგადად ადამიანს, თუმცა ხშირად ცუდად გაუცნობეირებლად იყენებენ. დედის დალოცვა, მამის დალოცვა, დედის წყევლა, ძველ დროში ადამიანებმა იცოდნენ ეს ყველაფერი და ბევრი ტრადიციაც აქედან მოდის, თუმცა ის ბიოლოგიურ და ეერგეტიკულ საწყისებზეა დაყრდნობილი. ყოველი თქვენი ფიქრიც კი თუ ის უპატივცემულოა მოქმედებს ბავშვზე უარყოფითად.
2. მოუსმინეთ ყოველ წამს რას ამბობს და რას გამოხატავს. თუ შეხედავთ მის პატარა სხეულს როგორც უგუნურ დაბალი განვითარების დონის არსებას და დაივიწყებთ რომ ის სულია, მაშინ ბევრ რამეს დაკარგავთ. მაშინ შაბლონური იქნება თქვენი რეაქცია და თავად თქვენც გახდებით შაბლონური, არაცოცხალი, ბიორბოტიზირებული ადამიანი. ურთიერთობაც დაკარგავს სიცოცხლეს და გახდება მხოლოდ ფიზიკური და უსუსლო, რასაც მხოლოდ უაროფითი შედეგები მოაქვს საბოლოოდ.
3. იყავით მუდამ აწმყოში. ეს უნარი ადამიანს ეკარგება დროთა განმავლობაში ხოლო ბავშვს აქვს. ბავშვი მუდამ ბედნიერია ცხოვრების ყოველი "ახალი წუთის" განცდისას, მუდამ უხარია ყოველი წვრილმანი ის რასაც თქვენ ვერც ამჩნევთ და რისით გახარებაც დაგავიწყდათ. ადამიანებს არ ენტრებათ ბავშობის წლები, მათ ენატრებათ თავისი მეს ის მდგომარეობა როდესაც აწმყოში ლაღები იყვნენ. ყველას შეუძლია "დაიბრუნოს ბავშვობა" და იყოს ბედნიერი, იმაზე ბედნიერი ვიდრე ადრე, რადგან ახლა ყველაფერს იაზრებს და უფრო ფართოდ ხედავს რეალობას. აწმყოში ბავშვთან ყოფნით და მასთან თამაშით თავად ინარჩუნებთ სიცოცხლისუნარიანობას. სიცოცხლის უნარიანობა ეს უნარია რომელიც უნდა გამოიმუშავო და თუ დინებას მიყვები მას დაკარგავ და იქნები უსიცოცხლო მოსიარულე გვამი, გარეგნული შენიღბული ქმედებებით. ხოლო თუ ბავშვთან იურთიერთებებთ აწმყოში სპონტანურად, ის თავადაც მეტად შეგიყვარებთ და მეტად ჯანმრთელიდა ბედნიერი გაიზრდება რადგან მასთან ჰარმონიაში თამაშობენ. შეიძლება იყოთ ფიზიკურად გვერდით, მაგრამ გონებიტდა ემოციებით შორს, ეს ბავშვს არ აბედნიერებს და არც სიაყვრულს აძლევს. ეს მხოლოდ ილუზიური კომფორტია რის მიღმაც სიცარელეა.
4. ყოველთვის ყოველთვის ყოველთვის მიეცით ბავშვს არჩევანი, მინიმუმ ორი რამ მაინც შესთავაზეთ. მუდამ უნდა ქონდეს შეგრძნება რომ მას აქვს უფლება აირჩიოს და თავი მნიშვნელოვან პიროვნებად იგრძნოს და არა მონად. პირდაპირი ბრძანებების შესრულების მიჩვევით ადამიანში თავისუფალი ნება იკარგება და ყალიბდება სხვის სურვილზე დამოკიდებული. თუნდაც არჩევანი იყო ორ მაიკასშარვალს შორის, ორი სახის შოკოლადს ან ორ აქტივობას შორის, ხშირად კითხეთ მას რა სურს, ის იფიქრებს, გულწრფელად აირჩევს და მეტი ხალისით გააკეთებს რადგან მისი არჩევანია.
5. დასუვით კითხვები იმის მაგიერ რომ თქვენი ცოდნა გადასცეთ. ეს შესაძლებელია. ცოდნის თეორიული გადაცემა უმეტესად არაფრისმომცემია. გაიხსენეთ სკოლაში რამდენჯერ დაურიგებიათ მასწავლებლებს ქცევის ან ცხოვრების, სწავლის შესახებ, მაგრამ არ მოგისმენიათ. დაფიქრით რამხელა განსხვავება იქნებოდა ერთხელ რომ თქვენთვის ეკითხათ აზრი? შეიძლება ვიცოდე ის რაც მინდა სხვას ვასწავლო, მაგრამ ამის თქმის მაგიერ, მუდამ ვამჯობინებ დავუსვა მიახლოებული კითხვა, მივცე მინიშნება და სრული პასუხი თავად ვაპოვნინო. კითხევბი ადამიანს აიძულებს იფიქროს, ხოლო თეორიული მტკიცებით გადაცემული თავსმოხვეული თეორია სწყინდება და შეიძლება უარყოს კიდეც.
6. მიეცით სივრცე და მიეცით საშუალება გააკეთოს ბევრი რამე, შემდეგ კი შეაქეთ. საკუთარი თავის უცოდინარ მდგაომრეობაში ჩაყენება არ უნდა მოგერიდოთ. შეიძლება თქვათ რომ რაღაც არ იცით, რომ რაღაცის აწყობა ან გაკეთება არ შეგიძლიათ და ბავშვს სთხოვოთ დახმრება. ის აუცილებლად იმოქმედებს თქვენთვის და თუ შესაქებ სიტყვებსაც მიიღებს ან ჩახუტებას, ამ ქმედებას ისწავლის და თავის ინციატივითაც გააკეთებს. რაც ფიზიკურად შეუძლია ყველაფრის გაკეთების საშუალება უნდა ქონდეს. თუ მისი ფიზიკური სხეული და გონება წვდება ამას. უმარავაი სახალისოდა სასრგებლო რამეა რაც შეუძლიათ პატარებს თუ მშობლები ნებას და სივრცეს მისცემენ.
7. მიეცით განვრცობის და თვითგამოვლენის საშუალება და ნუ მოითხოვთ ხარისხს. მეტად მნიშვნელოვანია მასში გამოაღვიძოთ თვითგამოხატვა რასაც თავდაჯერება და მეტი მონდომება მოყვება, ვიდრე ხარისიხი. მთავარია ის ეცადოს და ენერგია ჩადოს რამეში, თუ საქმიანობა მისია და შეუყვარდება ბევჯერ გამორების შემდეგ ხარისხს გააუმჯობესებს. უამარავ ჩვენს ნაცნობს არ შეუძლია თავისუფალი აზრის გამოხატვა ან ქმედება, რადგან ბვშობაში ბევრჯერ შეზღუდეს. მრავალჯერ გინდა რაღაც გააკეთო და ვერ ბედავ, რადგან ქვეცნობეირი გამცოდილებები, საკუთარი მეს არ გამოხატვისა კვლავ მოქმედებენ გონებაში და გზღუდავენ თუნდაც რაღაც კარგი გინდოდეს, ზოგჯერ შეიძლება "ვერ გაბედო". თუ პატარაობიდან თვითგამოხატვას პირველ ადგილზე დააყენებთ თავისუფალი პიროვნება გაიზრდება რადგან არ შეექმნება ცნობიერებაში მესშეზღუდვის ჩვევა.



মন্তব্যসমূহ
একটি মন্তব্য পোস্ট করুন