ვითომც "არაფერი"
"ვითომც არაფერი" ვითომც არაფერი გამოთქმაა. არაფერი განსაკუთრებული. სიტყვები რომელიც ბავშობიდან გვახსოვს როგორც ქართული ზეპირსიტყვიერების ნაწილი და არასოდეს დავფიქრებულვართ მის სიღრმისეულ ძალაზე. ახლა მე მას როგორც მანტრას ისე გამოვიყენებ, როგორც ბუდიზმის ერთ-ერთი სწავლებას ისე დაგანახებთ და როგორც იდეას, რომელიც რეალობის აღქმას ამარტივებს და შესაბამისად ყოველდღიურ ცხოოვრებაში ნაბიჯების გადადგმაში ხელს შეგიწყობთ.
თითეული ჩვენგანის ცხოვრება რომ ჩვენივე გონების შემოქმედებაა ეს მისტიური საიდუმლო აღარაა. ნებისმიერ აწმყოს ჩვენ წარულიდან მოსულები ვხვდებით. ვართ ის რაც შევიქმენით წარსულიდან, გვაქვს შთაბეჭდილებები, გღძნობები და დამოკიდებულებები წარსულიდან. შეიძლება ითქვამს წარსულისგან ვართ შექმნილებიდა ჩვენივე წარსული ნამოქმედარი გვამღტავს ახლაც და განსაზღვრავს მომავალსაც. ეს ჯაჭვია, თუმცა ამ ჯაჭვის გაწყვეტა შეგვიძლია თუ წარულს გავაქრობთ.
წარსული ეს ჩვენივე გონების შექმნილი კინო-მოთხრობაა რომელიც მხოლოდ ჩვენს გონებაშია. ის აღარ არსებობს, თუმცა ჩვენი გონება ხშირად იმეორებს და იხსენებს წარსულ მოვლენებს, ზოგჯერ ეს უკონტროლოა და ვერც ვხვდებით რომ წარსულზე ფიქრით და წარსულიდან ფიქრით რეალურად ცხოვრებას აქ ვკარგავთ. რა არის წარსული თუ არა ჩვენივე ფიქრების ერთობლიობა, რომელთაც ზოგჯერ ვამძაფრებთ, ზოგჯერ ვადრამატიზირბთ, ზოგჯერ ვალამაზებთ, ზოგჯერ კი სასაცილოდ ვაქცევთ. იმასთან ერთად თუ როგორ ვიზრდებით და ვიცვლებით, იცვლება ჩვენი წარსულისადმი დამოკიდებულება და შესაბამისად ჩვენი წარსულიც. ზოგიერთ მოვლენას აღარ განვიხილავთ როგოც მნიშვნელოვანს და შესაბამისად ის ქრება.
რეალობა კი არაა რომ წარსული არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს აწმყო და არც მომავალი. ყველაფერი რაც ჩვენს გონებაში იქმენბა, ერქმევა სახელები, ეწებება ემოციები და აზრებთა ჯაჭვები მხოლოდ ჩვენივე ნებით შექმნილი ილუზიაა. სამყარო იმდენად დიდია რომ შეუძლებელია არსებობდეს ადამიანი, რომლის გონებაც მოვლენას სრულყოფილად შეიცნობს და დაინახავს. შესაბამისად ნებისმერი რეაქცია მოვლენაზე სუბიექტურია და მხოლოდ ერთი მხრიდან დანახულის და აღქმულის განცდაა. ჩვენ რომ სამყაროს ყველა მისი განზომილებთ და სიხშირით ვგღძნობდეთ არაფერზე გვექნებოდა რეაქცია რადგან ყველაფერი საერთო წესრიგს ემსახურება.
წარსულზე მოგონებები განსაზღვრავს ჩვენს აწმყო მოქმედებებს. მაგალითად ოდესღაც გვიკბინა ძაღლმა, ან ვიჩხუბეთ ვიღაცასთან, წავიქეცით ყინულზე ან წავაგეთ თამაში. ეს მოვლენა თუ მაშინ ძლიერად განვიცადეთ, მაშინ მსგავს გამოცდილებას კვლავ აქვს ჩვენზე გავლენა. ვერიდებით ძაღლს და ვკარგავთ მეგობარს, ვიკლებთ ყინულზე სრიალის სიამოვნებას, ადამიანთან ცოცხალ ურთიერთობაზე უარს ვამბობთ და ჩვენს ძველ წარმოდგენას ვეფარებით, ვიზოლირდებით. ამ ყველაფერს წარსული განსაზღვრავს და ეს არაა თავისუფლება. ეს არც სრულყოფილი ცხოვრებაა, ეს არის შეზღუდული გაუცნობეირებლი აქტივობა ალაგ ალაგ და არა რეალური სრულყოფილი სიცოცხლი განცდა.
ასეთ დროს, ნაბიჯის გადაგმამდე საკმარისია ჩვენ თავს ვუთხრათ "ვითომ არაფერი", წარსული გაქრება. რადგან წარსული მხოლოდ ჩვენს გონებაშია და თუ გონებაშივე გავაქრობთ მას ის აღარ იქნება. ოდესღაც გიკბინა ძაღლა? მერე რა, ვითომც არაფერი, მივალ და ამ ოთხფეხა მოუსვენას ბეწვის გროვას მაინც ვეთამაშები. ვიჩხუბეთ? ვითმც არ გვიჩხუბია, ახლა ხომ აწმყოა, ახლა სხვა ცხოვრებაა და მე შემიძლია დავივიწყო ის რაც იყო ან წარმოვიდგინო რომ სულაც არ ყოფილა.
აირჩიე ან მრავალჯერ გაიხსენო წარსულის შენი ეგოს ვერსია ან თქვა ერთხელ "ვითომც არაფერი" და განთავისუფლდე მისგან. თავისუფლებაზე ტკბილი არაფერია, თავისუფლება ყველაფერზე მეტად ღირებულია და თავისუფლებაში შეიძლება მოიპოვოთ ჭეშმარიტი ცხოვრების განცდა.
ყოველთვის როცა ნაბიჯის გადადგმისას ძველი ემოცია გაგხსენდებათ, მოვლენა ან ამბავი. უბრალოდ თქვით "ვითომც არაფერი", "ვითომც არაფერი", "ვითომც არაფერი" და შეამჩნევთ როგორ შეგიმსუბუქდებათ სუნთქვაც. არაფერი მომხდარა და სწორედ ესაა რელაობაც. ხოლო თქვენს გონებაში დაწერილი ისტორია ზედმეტი დამამძიმელები ტვირთი.
არაფერი არ არის არაფერი. არაფერში ყველაფერია. ცხოვრების მიღებას შეძლებ როცა შენში არაფერია.
თუ თქვენ ცნობისმოყვარეობით გაჰყურებთ მომავალს და მუდამ მზად ხართ სამყარო უფრო ფართოდ და ხალისით შეიცნოთ, მაშინ ეს სიტყვები თქვენი საყვარელი სიტყვები გახდება. რათქმაუნდა ტერირორსტული აქტის დავიწყებას არ ვგულისხმობ, არის რაღაცეები რაც უნდა გახსოვდეს, მარცხი რომელმაც გასწავლა და გამოცდილებები. მაგრამ ყველა თქვენივე გონებაშ შექმნილი მოკლე ისტორია შეიძლება გავავითომცარაფროთ. რადგან ს მანტრა თქვენივე თავისუფლების და ბედნეირების გასაღებია. გაიხსენეთ დღევანდელი დღე და შემდეგ თქვით ვითომც არაფერი. ყველა მოვლენა და ემოცია რაც გაგხსენდებათ და რაც დაგაბრკოლებით ნაბიჯის გადადგმაში მხოლოდ თქვენივე შექმნილია და თქვენვე გაქვთ ძალა ის გააქროთ. შეასუსტეთ მასზე ფიქრი და შესუსტება მისი ძალა თქვენს პიროვნებაზე.
ჯანსაღი აზროვნება სხვაა და მრავალჯერ გამეორებადი წარსულიდან გადმოყოლილი ფიქრები სხვა. იაზროვნეთ ჯანსაღად და იყავით ყოველ დღე სპონტანურად საღად სიცოცხლის განმცდელები. ხო აზრებს და ფიქრებს რომელიც გბოჭავთ და სპონტანურობაში ხელს გშლით უთხარით "ვითომც არაფერი", გააქრეთ ისინი და განთავისუფლდით.
মন্তব্যসমূহ
একটি মন্তব্য পোস্ট করুন