უარყოფის საწყისები და სიძულვილის ილუზიორობა
ადამიანები დაბადებიან უამრავ ცრუ სიმართლეებში იზრდებიან. ოჯახებში, სკოლაში, მოთხრობებში, მედიასაშულებებით ყველა იჯერებს რომ არსებობს სიძულვილი, არსებობს მტერი, საჭიროა სხვისი უარყოფა და ამის დაჯერებით შემდეგ ქმნიან კიდეც რეალობას სადაც ასე ცხოვრობენ. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ეს სწორი ან აუცილებელია.
გაოცდება ის ვისაც ეტყვით რომ სინამდვილეში მას არავინ სძულს საკუთარი მდგომარეობის გარდა. ჩვენ არ გვძულს სხვა ადამიანები, არც სისტემები, არც მტრის ხატები. ჩვენ მხოლოდ საკუთარი მდგომარეობა გვძულს. ამას თუ თითიეული გააცნობეირებს შეძლებს როგორც საკუთარი ისე საერთო რეალობის შეცვლას.
როდის გვიყვარს ყველა? როდესაც თავს კარგად ვგრძნობთ, როდესაც თავად ვართ სიყავრულის ისედ მდგომარეობაში სადაც თავს სრულყოფილად ვთვლით. სიტყვები "ყველანი მიყვარხართ" თქვას შეუძლია მხოლოდ ისეთ ადამიანს ვისაც საკუთარ თავში ეჭვი არ შეაქვს, ვინც დარწმუნებულია რომ კარგია, ვინც თავს გამრჯვებულად გრძნობს, ვინც საკუთარ თავში მხოლოდ სასიმოვნო ენერგიას და ემოციებს განიცდის. მას სრულიად უყვარს თავის მდგომარეობა და მისი გონება თავისი "ნაკლოვანებების" პროექციას არავისშ ახდენს. ის ყველაში მხოლოდ საკუთარ დადებით მეს ხედავს. შეყვარებული ადამიანი აღარ წუწუნებს, ბედნიერია ის ვინც შემოქმედებით და კარიერულ წარმატებას მიაღწია, თვითკმარი და ბედნიერია ის ვინც სპორტულ ღონისძიებაში გაიმარჯვა და მათ ყველა უყვართ იმ წუთებში. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ მათ გონიათ რომ უყვართ, ეს რეალურად მხოლოდ საკუთარი თავის მდგომaრების სხვაში დანახვაა.
ადამიანს ასევე არასოდეს არავინ სძულს, მე ვფიქრობ რომ ზოგადა სიძულვილი არც არსებობს, ეს მხოლოდ საკუთარი მეს მდგაომრეობის შეფასების მიუღებლობაა რასაც სხვაში ვხედავთ და იმ სხვას უარვყოფთ.
დამარცხებულს სძულს თავისი დამარცხებული მდგომარეობა და არა გამარჯვებული.
ნაწყენ ადამიანს სძულს თავისი ნაწყენობის განწყობა და არა ის ვინც ანწყენინა.
ცოლს სძულს თავისი შეურაცყხოფილი მარტოობის მდგომარეობა და არა ქალი ვისთანაც მას ქმარმა უღალატა.
ჩემივე თავის მოტყუებული მდგომარეობა მძულს და არა ის ვინც მომატყუა.
ჩემი თავის სისუსტე და საფრთის განცდა მძულს და არა ის ვინც საფრთხე შემიქმნა.
ჩემივე იმედგაცრუება მძულს და არა ის ვინც იმედი გამიცრუვა.
ჩემივე უსიამოვნო თვითშეგრძნება მძულს და არა ის ადგილი სადაც ამას განვიცდი.
ჩემი მარტოობა მძულს და არა ის ვინც მარტო დამტოვა.
ჩვენივე კანის ზედმეტი სიმხურვალე გვძულს და არა მზე.
ჩვენივე სუნთქვის სირთულე გვძულს და არა ყინვა.
ჩვენივე მდგომარეობის მიუღებლობიდან მოდის უსიამოვნო შეგრძნება და მერე ეს სიძულვილში გადადის ვინემს ან რამის მიმართ გარესამყაროში. ჩვენ არავინ გვძულს გარდა საკუთარი თავისა. კითხეთ თქვენს თავს ვინ მძულს? და შემდეგ საკუთარ თავს დააკვირდით ამ მდგომრეობაში..
გაიხსენეთ ყველა და ყველაფერი ვინც გგონიათ რომ გძულთ და იპოვეთ თქვენივე თავის მიუღებლობა ამ სიძულვილშიდა მიხვდებით რომ ის არ არსებობს. ქრისტეს იმდენად უყვარდა თავის თავი რომ ჯვარზე გაკრულსაც იღებდა მას და თავისი თავის მძიმე მდგომარეობის მიღმაც შეძლო სხვა ადამიანების სიყვარულიც. ეს მან შეძლო რადგან თავის თავი ჭეშმარიტად უყვარდა.
თქვენ რომ ჭესმარიტად გიყვარდეთ თქვენი თავი ვერავის შეიძულებდით. საწყისი იქაა სადაც თქვენ თქვენი თავები არ გიყვართ, მიიღეთ, გაიცანით, შეიყვარეთ თქვენი მე ყველა გამოცდილებაში და მიხვდებით რომ სინამდვილეში არავინ გძულთ.
როგორ შეგვიძლია ვაპატიოთ ვინმეს რამე თუ მართლა გვძულდა? შეგვძლია რადგან ეს მხოლოდ დროებითი ილუზიური მდგომარეობაა ეგოს თამაში და საკუთარი მეს შეუცნობლობის შედეგი. ეს იმ უამარავი საზღვრის და წესის შედეგია რასაც ჩვენს თავებს ვუწესებთ. თუმცა ამ ყველაფრის გარეშე არსებობა ბევრად მსუბუქია, შესაძლებელია არსებობა სიძულვილის გარეშე, როცა სკმარისად შევიყვარებთ ჩვენს თავებს.
মন্তব্যসমূহ
একটি মন্তব্য পোস্ট করুন