განზომილება კარმა
"ამ სამყაროს ის უხილავი ძალები მართავენ, რომელიც ჩვენს გულს აძგერებენხოლმე.." - ღრუბლების ატლასი
ჩვენი სამყარო უსასრულოდ შეუცნობელი ქაოსური სისტემაა, თუმცა განვითარების და სხვადასხვა სფეროებში სიმაღლეების მიღწევის შედეგად საქმყაროს აღქმის სხვადასხვა დონეებზე, წამიერად გვეჩვენება რომ ის იდეალურია და ყველაფერი გარკვეულ წესრიგს ემორჩილება, მხოლოდ ერთი ადამიანის მცირე მსოფლმხედველობა ამას ვერ იგებს, ამას გრძნობენხოლმე.
სამყაროს უხილავი კანონზომიერები მართავს და ერთ-ერთი კანონზომიერება, რომელიც ყველა რელიგიამ და ერმა შეიცნო არის კარმა. წრებრუნვის პრინციპი. გაცემის და მიღების თანასწორობის, ჩასუნთვის და ამოსუნთქვის. ნგრევის და შენების. სიკვდილის და დაბადების. ორი ურთიერთსაპირპირო მოვლენა რომელიც ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. გაცემა და მიღება.

ბევრ ადამიანს არ უბრუნდება გაცემული სიკეთე და ამას შემდეგ ცხოვრების სუამართლობას უწოდებს, თუმცა სიმართლე იმაში მდგომარეობს რომ ცხოვრება სამართლიანია. რამდენად მიუღებელი წარმოუდგენელი და აღმაშფოთებელიც არ უნდა იყოს ეს ასეა, ცხოვრება თქვენი გონებით შექმნილ სამართლიანობაზე მეტად აღმატებულ სამართალს ქმნის.
რატომ არ უბრუნდებათ ადამიანებს სიკეთე? იმიტომ რომ მათ სიკეთე არ ჩაუდენიათ. მატერიალურ სამყაროში მცხოვრები ადამიანი, რომელიც ცხოვრებას მხოლოდ ნივთებით განსაზღვრავს ისეთ სიკეთეს ვერ ჩაიდენს, კარმის სამართლიანობით რომ დაუბრუნდეს. კარმის მთავარი საიდუმლო ისაა რომ ის არა მატერიალურ რეალობაში, არამედ ენერგეტიკულ რეალობაში მოქმედებს და შემდეგ ვლინდება მატერიალურში.კარმა რეალურია მხოლოდ არა ხილულ და შეხებად სივრცეში, არამედ უხილავ და შეგრძნებადში.
თუ ადამიანი გასცემს მხოლოდ მატერიალურს, ის მას არ დაუბრუნდება. რადგან ეს მხოლოდ ნივთის ფიზიკური გადაადგილებაა და მეორე ადამიანი მას უკან გადმოაადგილებს თუ არა მისი გადასაწყვეტია. ასევე მეორე ადამიანი შეიძლება საკამრისად მიხვედრილიც აღმოჩნდეს და ამოიცნოს დამსაჩუქრებლის განძრახვა და მისდამი მადლიერების მაგიერ, ანტიპატია გაუჩნდეს. ხოლო ნამდვილი სიკეთე რომელიც ენერგიის გაცემაა, შეუძლებელია დაუნახავი და დაუბრუნებელი იყოს.
შეიძლება მოატყუოთ ადამიანის მცირეაღმქმელობის გონება, მაგრამ სამყაროს ვერავინ მოატყუებს და ვერც კარმას. თქვენ მილიარდი დოლარი და ათი სასახლე რომ დაუთმოთ გაჭირვებულებს იმის მოლოდინით რომ საპასუხოდ დასაჩუქრდებით ვერაფერს მიიღებთ. სიკეთე თუ გინდათ ის უნდა ჩაიდინოთ ჯერ სულიერად, გულით, გულწრფელი ფიქრით და შემდეგ მატერიალური მოქმედებით. სწორედ ეს არის სრულყოფილი გაცემული სიკეთე რასაც კარმა ხედავს და რასაც გიბრუნებთ, თუმცა პარადოქსიც იმაშია რომ როდესაც ასე იქცევით თქვენ უკან არაფერს ელით.
კარმის მოქმედება უხილავ განზომილებაში ხდება, მას ვერ გათვლი და ვერ გამოიყენებ შენს სასარგებლოდ. შეიძლება გარკვეულ ეტაპამდე გქონდეს ილუზია რომ ეს შეგიძლია, მაგრამ ადრე თუ გვიან საკუთარი გაუცნობიერებლობა ნაყოფს გამოიღებს. კარმა მოქმედებს თუმცა ის ადამიანის სურვილს არ ემორჩილება, ეს ნდობაა სამყაროს მიმართ.
ყველაფერი დიდი კანონზომიერების ნაწილია და მიუხედავად იმისა რომ შეიძლება მას ვერ ხედავდეთდა ვერც ლოიკით და წარმოდგენით წვდებოდეთ, შეგიძლიათ უბრალოდ ენდოთ და დრო თავად გიჩვენებთ სხვადასხვა სასწაულებით თუ სად, რა სივრცეში და გარემოში გიბრუნებთ კარმა თქვენს გაცემულს, ეს გამოცდილებები გაგზრდით და ნელ-ნელა სამყაროს შეგრძნება თქვენს ხასიათში გადავა და ოდესმე სრულ ჰარმონიასაც გამოსცდით.
মন্তব্যসমূহ
একটি মন্তব্য পোস্ট করুন