ღ(რ)მ(ა)ერთი თუ ღმერთ-მენი?
ღმერთი ღრმა ერთია. ის ყველა ადამიანის ცნობიერების სიღმეში ერთიანდება.
ღმერთმენი ერთ-ერთი სუპერგმირია, რომლის სახელითაც დედამიწაზე ბევრი მომგებიანი ბიზნესი ფუნქციონირებს.
ღრმა ერთი შეიცნობა მრავალწლიანი ამოუწურავი სულიერი გამოცდილებებით. ღრმა ერთი შინაგანი ემოციების გავლით, ცნობიერების სიღრმეებში მოგზაურობის მიღმა, მრავალი განცდის და განაალიზების, საკუთარი მცდარობის მრავალჯერ აღიარებით და კიდევ ბევრი სიტყვებით გადმოუცემელი გზებით შეიცნობა.
ღმერთმენი კი ადამიანის ეგოს შექმნილი მრავალსახიანი ყველაზე ელასტიურად მორგებული პერსონალური სუპერგმირია, რომელიც შემქნელის სურვილის მიხედვით უნდა მოფრინდესხოლმე და დასაჯოს ის ვინც მას გააბრაზებს ან აუსრულოს ყველა სურვილი რაც მას თავისი პირადი ან ახლობლის სარგებლისთვის სჭირდება. ღმერთმენს მოიხმობენ ფანატიკოსი ქრისტიანები, ვისაც სჯერათ რომ ღმერთი სადღაც ღრუბლებშია.
ღმერთმენი უნდა აირჩიო როგორც სუპერგმირი. სპაიდერმენი, ბეტმენი და აი ღმერთმენიც. გონება მას ირჩევს და მიაწერს თავისთვის კომფორტულ თვისებებს, თუ სპაიდერმენი ობობის ქსელებს უშვებს, ღმერთმენი ყველას წამიერად ჯოჯოხეთში გზავნის ვინც მის მორწმუნეს შეეკემათება. ამბობენ რომ სხვა სუპერძალებიც აქვს, მაგალითად მიტევება, მაგრამ ეს ადამიანს როცა არ აწყობს ავიწყდება. მოკლედ ღმერთმენი ამის იქით არ არსებობს. ღმერთმენი ლოცვით გამოძახებადი სუპერგმირია.
ღრმა ერთთან ურთიერთობა ასეთი მარტივი არაა, ალბათ ამტომაც მისკენ ცოტა ისწრაფვის და ღმერთმენს არჩევენხოლმე. ღრმა ერთთან მიახლობისთვის გადადგმული ყოველი ნაბიჯი პიროვნულად გცვლის. ის მზეს გავს, რომელიც რაც ახლოს მიდიხარ მეტად გწვავს. გწვავს რადგან შენს ეგოს aნადგურებს, რადგან ღრმა ერთი რომ შეიცნო თავისუფალი უნდა იყო. თავისუფლება კი ბევრად მეტია ვიდრე ეგოს კონფორტული მონობა. ღრმა ერთს რომ მიუახლოვდე პატიებას უნდა ისწავლო, საკუთარ სურვილებზე უარის თქმა უნდა ისწავლო, რაც გინდა იმის არგაკეთება უნდა ისწავლო და კიდევ ბევრი რამე. როცა ღრმა ერთთან ურთიერთობას სწავლობ ადამიანის ბუნებას წვდები და სხვისი დასჯა და განკითხვა შენთვის უკვე აღარ არსებობს. ცხოვრება სხვაფერდება და შენი ცხოვრებისეული მიზნებიც იცვლება. ღრმა ერთთან დაკავშირება ზეპირი ლოცვით არ გამოდის, მასთან გაცილებით ღრმა გამოუთმელი გზები მიგიყვანს..
ამ ორს შორის ადამიანმა ვინ აირჩია ნათელი ხდება, მას შემდეგ რაც მის წარმოთქმულ რამდენიმე წინადადებას მოისმენთ.
মন্তব্যসমূহ
একটি মন্তব্য পোস্ট করুন