თეთრად გადაღებილი ბოროტება.
სამყაროს საიდუმლოებები ზოგჯერ გონებისთვის შორეული და მიუწვდომელი უხილავი ამოცანებია, თუმცა რეალურად ყველაფერზე პასუხი ძალიან ახლოს შენივე სუნთქვაშია. ადამიანმა რომ იცოცხლოს მან იმდენი უნდა ჩაისუნთოს რამდენსაც ამოისუნთქებს, მას არ შეუძლია ზედიზედ ხუთჯერ ჩასუნთქვა ისევე როგორც მხოლოდ ამოსუნთქვა, ასე ბალანსი ირღვევა და სხეული დაავადდება. ყველაფერი ჩვენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ნაფიქრი და შექმნილია სრულყოფილად, ჩვენ მხოლოდ ამ სრულყოფილების დანახვა გვევალება.

ყველა ადამიანს სურს იყოს იმ იდეალების შესაბამისი რაც ბავშობიდან ჩაესმის. მას უნდა იყოს კეთილი, ჭკვიანი, ბევრი მეგობრით, კარგი სამსახურით და ხალხში ნაქები. ადამიანებს უნდათ რომ იყონ კეთილები და ამიტომ ისინი აკეთებენ სიკეთეებს, გულუბრყვილო წარმდგენით რომ ბევრი კეთილი საქმის ჩადენით ისინი კეთილები გახდებიან და ამისთვის დასაჩუქრდებიან, თუმცა ეს ზედაპირული წარმოდგენაა და მცდარიც და მე ამას თეთრად გადაღებილ ბოროტებას ვუწოდებ.
თითოეულ ადამიანს იმაზე ბევრად მეტი ძალა აქვს ვიდრე მან იცისხოლმე. ადამიანებმა არ იციან რამდენად ძვირფასია მათი დრო და სასიცოცხლო ენერგია. რამხელა ძალა აქვთ მათ თითოეულ ფიქრს და ნებას. ამიტომ მათი უმეტესობა თავის უდიდეს ძალას რითაც ნამდვილი სასწაულების შექმნა შეუძლიათ ისინი ხარჯავენ თეთრად გადაღებილ ბოროტებაზე სასწაულით დაჯილდოვების მოლოდინით და არ ცოდნა არ ცოდვას სამწუხაროდ არ ნიშნავს, რადგან მოქმედება ყოველთვის რეალურია და აქვს მისი შედეგები. ყველა ქმედება იწვევეს უკუქმედებას და უპასუხოდ არაფერი რჩება.
სანამ ენერგიას გასცემ და რაღაცას აძლიერებ მისით, უნდა დაფიქრდე შენი სასიცოცლო ენერგია რაც გაეცი სიკეთის მაგიერ ბოროტებას ხომ არ აბევრებს გარშემო ცხოვრებაში. ეს ძალიან ხშირად ხდება და მოყვება შესაბამისი შედეგებიც.
რეალობა ისაა რომ გაცნობიერებული სიკეთე არ არსებობს და თუ ფიქრობს რომ სიკეთეს სჩადიხარ, მაშინ ნამდვილად ცდები.
ქუჩაში რომ მათხოვარი ბავშვი ხელს გიწვდის და შენ ხურდას აძლევ ამით ბოროტებას სჩადიხარ.
მეზობელ ლოთს რომ ფულს აძლევ არყის საყიდლად ამით ბოროტებას სჩადიხარ.
დეპრესიულ მეგობარს რომ საათობით უსმენ და ანუგეშებ ბოროტებას სჩადიხარ.
უსაქმურ ნათესავს რომ სამსახურს შოულობს მაღალი ანაზღაურებით ბოროტებას სჩადიხარ.
როდესაც ცუდ ქცევას მეორედ პატიობ ბოროტებას სჩადიხარ.
როდესაც სხვის გასაკეთებელს აკეთებ ბოროტებას სჩადიხარ.
როდესაც არ გთხოვენ და ეხმარები, სამყაროს კანონებით ესეც ბოროტების სახეა და ყველაზე დიდი ცდუნება.
მშობლის შვილის მიმართ თავგანწირვა და პირად ცხოვრებაზე უარის თქმა ასევე ბოროტების სახეა, რაც ვლინდება ზრუნვის უკან გამოთხოვნის ფაქტებში.
ბევრ ურთიერთობაში ზრუნვის მიღმა საკუთარ თავზე მიჯაჭვულობის მცდელობაა. მე გეხმარები რომ ჩემს გარეშე ცხოვრება არ შეგეძლოს და მე თავს საჭირო პიროვნებად ვთვლიდე.
ამ და კიდევ ბევრი სიკეთის სურვილის მიღმა ან გამორჩენა, ან სიზარმაცის და მავნებელი თვისების წახალისება დგასხოლმე.
ყველაფერი ერთმანეთთან ენერგეტიკულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია. ყველაფერში საჭიროა ბალანსი.
იმის გარჩევა თუ არის რა არის ცრუ და ნამდვილი სიკეთე ერთი სუბიექტური გონების მსჯელობით ძალიან რთულია, ისევე როგორც ორით ან ათით. ნამდვილი სიკეთე ბუნებრივად წარმოიქმნება ადამიანში როდესაც მას ცნობიერება უმაღლდება. ამ დროს ის ურთიერთობს არა რომელიმე კონრეტულ პირთან ვის მიმართაც სიკეთის აქტს სჩადის, არამედ მასზე უფრო მაღალ ძალასთან. აქ ის მხოლოდ გამტარია. მაღალი ცნობიერების ადამიანი ენერგიას იღებს უსასრულო წყაროდან და მისი გაცემა ბუნებრივი მოთხოვნილებაა რადგან თუ არ გასცა ის დაიხრჩობა. ჩემი აღქმით ნამდვილი სიკეთე სწორედ მხოლოდ ამ შემხვევაში შეიძლება მოხდეს, ხოლო ყველაფერი დანარჩენი ბოროტების ყალბი ღიმილია.
মন্তব্যসমূহ
একটি মন্তব্য পোস্ট করুন